Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა მარტის შეკრებისთვის ცნობილია

9 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა მარტის შეკრებისთვის ცნობილია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გიბრალტარის, ხოლო ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულები:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან ამხანაგურ მატჩს 22 მარტს სტუმრად გამართავს, 26-ში კი უკვე გიბრალტარს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები