Belive

შინდაგორიძეს და დიასამიძეს თავისზე უმცროსი მწვრთნელი დაუნიშნეს

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბელარუსის ჩემპიონატში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ქართველი ლეგიონერების გეგა დიასამიძის და ლაშა შინდაგორიძის გუნდში მთავარ მწვრთნელად 27 წლის ახალბედა დანიშნეს. საინტერესოა, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი, ახალ თავკაცზე უფროსია. დიასამიძე 28 წლისაა, შინდაგორიძე კი მწვრთნელზე 3 თვით უფროსია. სტანისლავ სურანოვი სოლიგორსკის "შახტიორის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა წარმატებული ვერ გამოვიდა და მოედნის მეორე მხარეს გადაინაცვლა, ეს კი მთავარი მწვრთნელის რანგში მისი პირველი გამოცდილებაა. "შახტიორი" ევროპის ლიგაზე გამოსვლას შინ, მოლდოვურ "შფინტულთან" პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა, ბელორუსის ჩემპიონატში კი 22 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს. ამჟამად "საბურთალოს" ორივე ყოფილ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და მოედანზე დიდი ხანია არ გასულან. დიასამიძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო, შინდაგორიძემ კი მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები