Belive

დავალიანებების პრობლემა - დინამო თბილისის ფეხბურთელები მატჩზე გამოუცხადებლობას გეგმავენ

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "დინამო თბილისში" ფინანსური დავალიანებების პრობლემებია, რის გამოც ფეხბურთელები ვარჯიშსა და მატჩებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.

ირკვევა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელებმა 1 ნოემბერს არ ივარჯიშეს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, "თელავთან"  მოედანზე გასვლას კი არ აპირებენ. როგორც ცნობილია, "დინამოს" ფეხბრუთელებს 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ, "დინამო თბილისს" 58 ქულა აქვს დაგროვებული და მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო გამოკვეთილ ლიდერ "დინამო ბათუმს" 9 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები