"შეუძლია დაამტკიცოს, რომ ალისონის გრძელვადიანი მემკვიდრეა" - liverpoolecho მამარდაშვილის შანსებზე წერს
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალება liverpoolecho საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველი მეკარე, იმ შანსს მიიღებს, რომელსაც ელოდა და შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.
"გიორგი მამარდაშვილისა და იბრაჰიმა კონატესთვის კარიერის მომავალი შესაძლებელია პსჟ-სთან მატჩებში გაირკვეს.
ქართველი მეკარე ბრაზილიელის ადგილს დაიკავებს, რომელსაც პსჟ-სთან შარშან ჯვაროსნული ომები ჰქონდა, რომ მეტოქეს გოლი არ გაეტანა. ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დემონსტრირება გახლდათ იმისა, თუ რატომ რჩება ის პლანეტის საუკეთესო მეკარეებს შორის. იმ ორრაუნდიან დუელში, ალისონის მცდელობების მიუხედავად, პსჟ-მ გამარჯვება მოახერხა, ახლა კი მის ადგილას ქართველი მეკარე იდგება.
ეს დღე გიორგი მამარდაშვილისთვის უახლოეს შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ ბრაზილიელის გრძელვადიანი მემკვიდრე გახდეს.
ქართველმა, შესაძლოა, სადებიუტო სეზონში უფრო მეტი თამაში ჩაატარა, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ლივერპულის წინა 10 მატჩიდან ხუთში მამარდაშვილმა ითამაშა.
მამარდაშვილს უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა ვალენსიასა და საქართველოს ნაკრებთან ერთად, რათა უსმან დემბელეს, დეზირე დუეს და სხვების წინაშე თამაშის არ შეეშინდეს. მას ყველაფერი ეცოდინება თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რადგან დუეტი საქართველოს ნაკრებში რეგულარულად თამაშობს. მათ შორის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
კონატე და მამარდაშვილი გადამწყვეტ როლს ითამაშებენ იმის უზრუნველყოფაში, რომ წითლები მომავალ სამშაბათს ენფილდზე გასულ პერიოდში არსებული წარუმატებლობის გამოსწორების პერსპექტივით დაბრუნდნენ", - წერს liverpoolecho.
გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულში 14 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად შენახული. ამ სეზონში, ალისონ ბეკერს ტრავმა აქვს მიღებული და დარჩენილ ნაწილში მერსისაიდული გუნდის კარის უსაფრთხოება გიორგი მამარდაშვილმა უნდა დაიცვას.