თემურ ქეცბაია: "ის დინამო უნდა შევქმნათ, რომელსაც გულშემატკივარი ელოდება"
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია დინამო თბილისს ჩაიბარებს.
58 წლის სპეციალისტმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ახალი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.
"არავის არ გვიხარია, ის სიტუაცია, რომ დღეს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატში მერვე ადგილს იკავებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ვითარება გამოვასწოროთ. ამის გაკეთება ერთ თვეში ან ერთ დღეში არ არის შესაძლებელი, ამას დრო სჭირდება.
ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელების დამატება, რათა ახალგაზრდებს დაეხმარნონ.
დინამო თბილისის პრეზიდენტისგან ყველანაირი მხარდაჭერა გვაქვს, რომელიც თავის მხრივ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ გავძლიერდეთ და ის გუნდი ნახოს გულშემატკივარმა, რომელსაც ისინი ელოდებიან.
სამწუხაროა, რომ დინამო თბილისი ასეთ დიდ, ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე თამაშობს და გულშემატკივრები ტრიბუნებზე არ დადიან. არავისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის არ არის მარტივი ასეთ პირობებში თამაში. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ქომაგი მოვა მოედანზე და ბიჭებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან", - ამბობს თემურ ქეცბაია.
თემურ ქეცბაია დინამო თბილისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. დინამო თბილისი 8 ტურის შემდეგ 8 ქულით ეროვნულ ლიგაში მერვე პოზიციას იკავებს.