Belive

"შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი რჩება" - გერმანული გრანდი და ზინედინ ზიდანი თანამშრომლობას უახლოვდებიან

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, დიდი ალბათობით, მალე მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს და დასძენს, რომ "რეკორდმაისტერსა" და მადრიდის "რეალის" ყოფილ ხელმძღვანელს შორის შეთანხმების მიღწევამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეული აქვთ და დარჩენილი მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა გახლავთ.

გაირკვა ისიც, რომ ზინედინ ზიდანის მოთხოვნებში შემადგენლობის, განსაკუთრებულად კი დაცვის ხაზის გაძლიერება შედის.

51 წლის სპეციალისტს მადრიდის "რეალის" გარდა, რომელიც 2021 წელს დატოვა და რომელთან ერთადაც საერთო ჯამში, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა და სხვა არაერთი ტიტული მოიგო, არსად უმუშავია.

სხვა სტატიები