ლუკა პარკაძე სეზონის ბოლოს შესაძლოა ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გუნდს დაემშვიდობოს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გუნდ "ადმირაში" მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე შესაძლოა კლუბს დაემშვიდობოს, რადგან მათ ბოლო ტური აქვთ სათამაშო.
19 წლის შემტევი ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნის" საკუთრებაა, ხოლო ავსტრიულ გუნდში იჯარითაა, სადაც კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მთავარმა მწვრთნელმა გერარდ ფელნერმა აღნიშნა, რომ ლუკა პარკაძემ სეზონის დასრულების შემდეგ "ადმირა" შესაძლოა დატოვოს.
რამდენიმე ადამიანის გუნდში დატოვების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ აქვთ პროფესიონალური კონტრაქტი, მაგრამ გაგრძელების საკითხი ჯერჯერობით უცნობია, ესენი არიან: პატრიკ პუჩეგერი, ანდრეი სტევანოვიჩი, ჟორდი კორეიმანი, ემრე იესილოზი, რაფაელ გალე და ლუკა პარკაძე. - გერარდ ფელნერი - "ადმირას" მთავარი მწვრთნელი
ლუკა პარკაძე დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და 2022 წელს მიუნხენის "ბაიერნის" მეორე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 19 წლის ფეხბურთელმა 2023 წლის ზაფხულამდე ისევ საქართველოში ითამაშა და "გაგრაში" იყო განათხოვრებული, ივლისიდან კი უკვე გერმანულმა გრანდმა ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ადმირაში" იჯარით გაუშვა.