"შეთანხმება მიღწეულია და სატრანსფერო თანხა ცნობილია" - ევროპული მედია ქოჩორაშვილს სპორტინგში ელის
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, პორტუგალიური გრანდების დიდი სამეულის წარმომადგენლის, ლისაბონის "სპორტინგის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
იანვარში ინტერესის შესახებ ესპანური და პორტუგალიური მედია საშუალებები საუბრობდნენ, მაგრამ 2025 წლის საწყისი თვის სატრანსფერო ფანჯარაში ქართველი ფეხბურთელი "ლევანტეში" დარჩა, უახლესი ცნობების თანახმად კი, 25 წლის ნახევარმცველი "ლომებს" ზაფხულში შეუერთდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "სპორტინგმა" გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, ახლა კი პოპულარული პორტუგალიური და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
Giorgi Kochorashvili done deal at Sporting CP for 5.5 million euros + 1.5 million in objectives.
— All Things Alvalade (@ATAlvalade) February 6, 2025
Player will move in the summer.
(Record) pic.twitter.com/xUwHqlOOTW
🚨 Giorgi Kochorashvili deverá chegar no verão e custa 5.5M€ fixos + 1.5M€ por objetivos.
— Sporting CP Adeptos 🏆 (@Sporting_CPAdep) February 6, 2025
O @Record_Portugal avança que Hugo Viana deixou na mesa da SAD o desenho do negócio que permitirá que o médio georgiano, chegue a Alvalade no próximo defeso.
Levante quer manter % de… pic.twitter.com/u8FkBvuFFf
🚨FECHADO: Giorgi Kochorashvili vai ser reforço para o meio campo do Sporting no verão, a troco de 5,5M€ + 1,5M€ em objetivos 🟢
— MadeInSporting (@SportingMade) February 6, 2025
Excelente contratação 🪄 pic.twitter.com/tviC5uSUCE
ევროპული წყაროების ინფორმაციით, ცნობილია სატრანსფერო თანხაც: "სპორტინგი" ქართველ ფეხბურთელში 5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 1.5 მილიონის ბონუსი დაემატება. გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგში" შემდეგი სეზონის დაწყებამდე უნდა გადავიდეს.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.