Belive

შეკრება დაიწყო: საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის ემზადება

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშების დასაწყებად ემზადება.

ვილი სანილის გაწვრთნილი გუნდის შეკრება საგურამოში დაიწყო, სადაც ლეგიონერის სტატუსით მოთამაშე ფეხბურთელებიც მივიდნენ.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორჯერ ითამაშებს: 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან, ხოლო 10 რიცხვში, ტირანაში, აირ ალბანიაზე  ალბანეთის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

სხვა სტატიები