Belive

ხაჭაპურიძის 19 მოგერიება | 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მეორე რაუნდის შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 0:4 წააგო.

მიუხედავად მარცხისა, ჩვენი გუნდის მეკარემ, სალომე ხაჭაპურიძემ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და 19 ბურთის მოგერიება მოახერხა.

საწყისი შეხვედრა ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთთან 0:5 წააგო და 2 ტურის შემდეგ ჯგუფი უქულოდ, აზერბაიჯანთან გატანილ/გაშვებული ბურთების უკეთესი შეფარდებით მესამე ადგილს იკავებს. მეზობელ ნაკრებს ჩვენი გუნდი 17 აპრილს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები