Belive

სანიოლი მშობლიურ გუნდში? - საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ლიგა 1-ში განიხილავენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" 2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო და გუნდი ლიგა 1-ში 18-დან მე-17 პოზიციას იკავებს. საწყისი 5 ტურიდან 4-ში წაგებისა და ერთადერთი გატანილი გოლით (საგოლე პასი ქართველი ფეხბურთელის აქტივში) მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლივიე დალოლიოს გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება. ამავე დროს, მედიამ მისი პოტენციური შემცვლელების ძიება უკვე დაიწყო. 

საინტერესოა, რომ სავარაუდო შემცვლელთა მოკლე, სამკაციან სიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი განიხილება.

"საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამ პოზიციაზე საკმაოდ სერიოზული კანდიდატია. მან 2021 წლის თებერვალში საქართველოს ნაკრები ჩაიბარა და საკმაოდ კონკურენტუნარიან ძალად აქცია. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მოახერხა, რაც ამ ქვეყნისთვის ისტორიული წარმატებაა. მასზე, თავად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საუბრობენ, რომ სანიოლმა ძლიერი ფსიქოლოგიური სამუშაო ჩაატარა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეძლო.

ეს ყველაფერი კარგი შედეგია, მაგრამ, მზად არის კი ვილი სანიოლი, რომ საქართველოს ნაკრები "სენტ-ეტიენის" გამო მიატოვოს?", - წერს dailymercato.

მნიშვნელოვანია, რომ ვილი სანიოლთან ერთად, "მწვანეების" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად პატრიკ ვიეირა და ჟან ლუის გასე მიიჩნევიან.

ვილი სანიოლმა პროფესიონალური კარიერა სწორედ "სენტ-ეტიენში" დაიწყო და იქ 1990-დან 1997 წლამდე თამაშობდა.

სხვა სტატიები