Belive

შავ ლომს 8 მოთამაშე დაემატა, მაგრამ 6 გამოაკლდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ახალი სეზონის დაწყების წინ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ცვლილებებია.

გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა.

მათ ნაცვლად 2024/2025 წლების სეზონში ‘შავ ლომში’ ითამაშებენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და 9 ნომრები – ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი.

‘შავი ლომის’ ახალი მოთამაშეებიდან გასულ სეზონში სამი დიდი 10-ის ჩემპიონის, ქუთაისის ‘აიას’ ღირსებას იცავდა – გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე, კახაბერ დარბაიძე ოზურგეთის ‘არწივებში’ თამაშობდა, ოთხი კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერი იყო – ვლადიმერ ჩაჩანიძე (ნევერი), გუგა ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე) და დავით ხუროშვილი (კლერმონი).

8 მოთამაშიდან ოთხი ბორჯღალოსანია. ყველაზე გამოცდილი ცუცქირიძეა – 36 კეპი და 7 ლელო. 16 კეპი აქვს მოხვეჭილი ჩაჩანიძეს და 1 ლელო გატანილი, ხოლო ღანიაშვილისა და ხუროშვილის ანგარიშზე ჯერჯერობით თითო-თითო კეპია.

2024/2025 წლების სეზონში, ‘შავი ლომი’ შარშანდელის მსგავსად პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირს ითამაშებს – ზედიზედ მეოთხედ ეცდება რაგბი ევროპის სუპერ თასის მოპოვებას და მსოფლიოს წამყვანი კლუბების მხარდამხარ მეორედ ითამაშებს EPCR-ის ჩელენჯ თასზე.

სხვა სტატიები