შავი ლომი ედინბურგთან დამარცხდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "შავი ლომი", შოტლანდიაში "ედინბურგთან" 36:15 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი "ედინბურგმა" 24:3 მოიგო, მეორე ტაიმში "შავი ლომის" რიგებიდან ირაკლი ქვათაძემ და შალვა აფციაურმა დადეს ლელოები, მეორე ნახევარი 12:12 დასრულდა.
"შავმა ლომმა" ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობა 4 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა, მათ 1 მოგება და 3 მარცხი უფიქსირდებათ.
სხვა სტატიები
ლიონი ჩელენჯ ქაფის ფინალში დამარცხდა
რომა დევიძე
10 თვის წინ რაგბი
ლუკა ივანიშვილი ბრისტოლ ბეარსის მორაგბეა
რომა დევიძე
8 თვის წინ რაგბი