Belive

სეზონში საშუალოდ ყველაზე მაღალი შეფასება - კვარა მეორე ადგილზეა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სპორტულმა საიტმა, Whoscored-მა მიმდინარე სეზონის TOP 5 ჩემპიონატში მოასპარეზე 23 წლის ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეული დაასახელა, ვინც ჯერჯერობით საშუალოდ ყველაზე მაღალ შეფასებას იღებს. ხუთეულს ბუკაიო საკა ლიდერობს, მეორე ადგილზე "ნაპოლის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

სრულად ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ბუკაიო საკა ("არსენალი") - 8.25

  2. ხვიჩა კავარაცხელია ("ნაპოლი") - 7.58

  3. კანგ ინ ლი ("პსჟ") - 7.39

  4. მეისონ გრინვუდი ("მარსელი") - 7.36

  5. ვიქტორ ბონიფასი ("ლევერკუზენი") - 7.34

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. "ნაპოლი" 16 ქულით (5 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი) პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.

ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას "ემპოლის" წინააღმდეგ, 20 ოქტომბერს 14:30 საათზე ჩაატარებენ. აღნიშნულ მატჩში დიდია ალბათობა იმის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და საბა გოგლიჩიძის დაპირისპირება ვიხილოთ.

სხვა სტატიები