Belive

ნიკოლოზ დადიანი: "მეტოქის მიუხედავად ძლიერი თამაშის ჩვენებას შევეცდებით"

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-ის ცენტრალური ნახევარმცველი, ნიკოლოზ დადიანი უეფას ევროპა ლიგის პლეიოფში ბიალისტოკის იაგიელონიასთან გასამართი ორრაუნდიანი დუელის საწყისი მატჩის წინ საუბრობს.

"ძალიან რთული მატჩი გველოდება. ბიალისტოკის იაგიელონია იმაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე ლარნე. მატჩს სტუმრად ვატარებთ და ვიცით, რომ მეტოქე გუნდს ძალიან ძლიერი გულშემატკივარი ჰყავს და შესანიშნავ ატმოსფეროს ველოდებით.

ჩვენ გვაქვს საკუთარი უპირატესობები, სათამაშო სტილი და უეფას კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებით მოხსნილი სტრესი.

არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. გვინდა, რომ ის თამაში, რომელსაც ვავითარებთ, იაგიელონიასთანაც ვითამაშოთ, დავიჭიროთ ბურთი, ვაჩვენოთ მაღალი პრესინგი და ვიყოთ პირველი ნომერი, რაც იმედია გამოგვივა", - ამბობს ნიკოლოზ დადიანი.

იბერია 1999 იაგიელონიასთან სტუმრად 20 აგვისტოს ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები