სერბი მწვრთნელი ეროვნულ ლიგაში: გაგრას ჟელკო ლიუბენოვიჩი უხელმძღვანელებს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ გაგრას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
გაგრას 44 წლის სერბი სპეციალისტი, ჟელკო ლიუბენოვიჩი გაწვრთნის.
ლიუბენოვიჩი ფეხბურთელის რანგში სერბეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშობდა, ხოლო მწვრთნელის სტატუსით ლუგანსკის ზარიაში, ზელეზნიჩარ პანჩევოში, რადნიჩკიში, მინაისა და პოლტავის ვორსკლაში მუშაობდა.
გაგრას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდთან ერთად საწყისი ვარჯიში უკვე გამართა და ეროვნული ლიგის შემდეგი ტურისთვის მზადებას შეუდგა.
გაგრას ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილი უკავია და შემდეგ მატჩს 21 ოქტომბერს, გორის დილასთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.