Belive

The Athletic: “ბარსელონასთვის საუკეთესო ალტერნატივა გიორგი მიქაუტაძეა“

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალება The Athletic-ის ჟურნალისტი, ალექსანდერ ბარკერი საინტერესო ვიდეოს გვთავაზობს. ის განიხილავს ბარსელონას ფორვარდის საჭიროებას და მიიჩნევს, რომ თუ კატალონიური გრანდი ხულიან ალვარესს ვერ დაიმატებს, მაშინ საუკეთესო არჩევანი, საქართველოს ნაკრების 9 ნომერი, გიორგი მიქაუტაძეა.

„ბარსელონას ფორვარდის დამატება სჭირდება, მაგრამ თუ ისინი მათი მთავარი სამიზნის, ხულიან ალვარესის შეძენას ვერ მოახერხებენ, მე მათთვის ალტერნატივა მაქვს. ფეხბურთელი, რომლის შესახებაც არავინ საუბრობს.

ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რეალურად რა სჭირდება ბარსელონას?

ჯერ წინა სეზონში მათ თამაშს და იმას დავაკვირდეთ, თუ როგორ იყენებდნენ ისინი რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესს და რას ითხოვს ჰანსი ფლიკი თავისი სისტემაში შემტევისგან.

მათ სჭირდებათ მობილური ფორვარდი, რომელიც ბურთს მოედნის სიღრმეში მიიღებს და თანაგუნდელებს სწრაფად მოამარაგებს. შესაბამისად, კარგი პირველი შეხება აქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, თუ როგორ მოქმედებს ფეხბურთელი მწყობრი დაცვის ხაზის პირისპირ. ასევე, გადამწყვეტი მოქმედებები დამაგვირგვინებელ ფაზაში არის ის, რასაც ბარსელონა ფორვარდისგან ელოდება.

ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, მე რამდენიმე ფორვარდი შევარჩიე, რომელიც ბარსელონას გამოადგება.

მე დავიწყე გიორგი მიქაუტაძეზე თვალის მიდევნება. ის 25 წლისაა, თამაშობს ვილიარეალში და გოლის გატანის შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. გასული 6 სეზონის განმავლობაში მან მინიმუმ 10 გოლის გატანა მოახერხა. ამავე დროს, ის ძალიან თანმიმდევრულია. უფრო მეტიც, ის იმ სტილის ფორვარდია, რომელიც ბარსელონას სჭირდება.

მიქაუტაძეს კომფორტულად შეუძლია ორივე ფეხით ბურთთან პირველი შეხება და პასის გაკეთება. ძლიერი მხარეებია, სივრცეში ორიენტირება და მიმართულების შეცვლა. მას შეუძლია ორივე ფეხით შეტევის დაგვირგვინება და გოლად ქცევა. მიქაუტაძეს შეუძლია რთული წერტილებიდან გოლის გატანა.

ასე რომ, თუ ბარსელონას კვლავ სურს თავდამსხმელის დამატება და ეს ხულიან ალვარესი არ არის, მაშინ მიქაუტაძე ჩემი საუკეთესო არჩევანია“ - ამბობს ალექსანდერ ბარკერი.
@theathleticfc Barcelona have made it clear they want to sign Julian Alvarez, but as reported recently by The Athletic, their interest is cooling due to Atletico Madrid’s desire to keep the forward. So, if not Alvarez, then who should Barca sign? Alexander Barker explains 🧠 #barcelona #laliga #soccer #transfers ♬ original sound - The Athletic FC

გიორგი მიქაუტაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები