მარტინ სუბიმენდი: "საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი და მენტალურად ძლიერი ნაკრები ჰყავს"
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოსთან მატჩის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე პრესკონფერენციას მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს მოახლოებული მატჩის შესახებ პასუხობს.
"საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და სხვები.
მენტალურად საქართველოს ნაკრებს ძლიერი გუნდი ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩის კონტროლი შევძლოთ. წინა მატჩში გარკვეულ მომენტებში ეს არ გამოგვივიდა.
მიკელ ოიარსაბალთან გარკვეული ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს პირადული არ არის.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ყველა მატჩი რთული და მნიშვნელოვანია.
საკმაოდ დატვირთული კალენდარი გვაქვს, ამაზე ინგლისშიც საუბრობენ. ვნახოთ, ამ შემჭიდროვებული კალენდრის პრიობებში, როგორ შევძლებთ ადაპტირებას", - ამბობს მარტინ სუბიმენდი
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.