Belive

"სელტიკი შახტარს დაუკავშირდა" - ირაკლი აზაროვით შოტლანდიური გრანდი ინტერესდება

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული გუნდის, გლაზგოს "სელტიკის" ინტერესის სფეროშია.

ამის შესახებ ინფორმაციას, შოტლანდიური მედია საშუალება Inside celtic ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის 54-გზის ჩემპიონმა, უკრაინულ გუნდთან ამ საკითხზე კონტაქტი უკვე დაამყარა.

ცნობაში, ასევე აღნიშნულია ის გარემოება, რომ უკრაინის მოქმედი ჩემპიონი 22 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს.

ირაკლი აზაროვის მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა, რამდენიმე დღის წინ Geo Team-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება, შოტლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს სურს.

22 წლის ასაკში, ირაკლი აზაროვს უკვე 3-ჯერ საქართველოს, თითო-თითოჯერ კი სერბეთისა და უკრაინის ჩემპიონობა და ამ ორი ქვეყნის თასი აქვს მოგებული. დონეცკის "შახტარში" 2023 წლის ზაფხულში ტრანსფერის შემდეგ, მან 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა (მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონასთან").

გლაზგოს "სეკტიკი", რომლის მთავარი მწვრთნელიც ბრენდან როჯერსი გახლავთ, შოტლანდიის 54-გზის ჩემპიონია. "მწვანეებმა" თავისი ქვეყნის თასი სარეკორდოდ, 41-ჯერ მოიგეს და 21 გათამაშებაში სუპერ თასსაც დაეუფლნენ. მათ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ ტრიუმფიც მოახერხეს.

სხვა სტატიები