Belive

"მრავალმხრივმა და ქარიზმატულმა ტაბატაძემ ძირითადში თამაში დაიმსახურა" | ესპანური მედია ქართველ შემტევზე საუბრობს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური სპორტული მედია იური ტაბატაძის ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ კადისში შესანიშნავი დასაწყისის შესახებ საუბრობს და ვარაუდობს, რომ ქართველი ფეხბურთელი შემდეგ ტურში, ეიბართან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"იური ტაბატაძემ და ეფე აღამამ რეალ სოსიედად ბ-სთან მატჩში გარდატეხა შეიტანეს და ეიბართან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

გაისკა გარიტანო სასტარტო თერთმეტეულს შეცვლის, იქ მოსახვედრად განსაკუთრებული ყურადღება იური ტაბატაძეს ეთმობა.

ქართველ შემტევს დებიუტი ალბასეტესთან შეხვედრაში ჰქონდა, როცა ცვლილებაზე შესვლის შემდეგ, დამატებულ დროში გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, მომდევნო ტურში კი გადაწმყვეტი როლი კიდევ ერთხელ შეასრულა და ბასკურ გუნდთან დუბლი გაიფორმა.

იური ტაბატაძის ტრანსფერი გასული წლების განმავლობაში კადისის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. მან გუნდს ორ მატჩში გამარჯვება და ფრე მოაპოვებინა და გულშემატკივრების ახალი გმირი გახდა.

მრავალმხრივ გამორჩეულმა და ქარიზმატულმა იური ტაბატაძემ დაიმსახურა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს", - წერს elmira.es.

იური ტაბატაძის ახალი გუნდი 4 ტურის შემდეგ წაუგებლად, ორი გამარჯვებით და ამდენივე ფრით 8 ქულას ფლობს და მხუთე ადგილზეა, შემდეგი მატჩი კი 13 სექტემბერს, ეიბართან, საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

სხვა სტატიები