Belive

საზონოვი ტურინული დერბისთვის მზად იქნება? - იტალიური მედიის პროგნოზი

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი უმძიმეს დაზიანებას გადაურჩა და საბედნიეროდ, ის მალე მოედანზეც დაბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალება torino.corriere.i-ი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ "ვერონასთან" მიღებული დაზიანება არც ისე მძიმეა.

ირკვევა ისიც, რომ შესაძლებელია ქართველმა ფეხბურთელმა უახლოეს დღეებში, სანაკრებო პაუზამდე გასამართ ტურინულ დერბიში ითამაშოს. "იუვენტუსის" წინააღმდეგ "ტორინოს" საშინაო კედლებში თამაში 7 ოქტომბერს, სერია A-ს მეშვიდე ტურის ეგიდით უწევს, ქართველი ფეხბურთელი კი სავარაუდოდ ამ დროისთვის მწყობრში იქნება.

"ტორინოს" 7 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს დაგროვებული და მე-10 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება საზონოვს, მან იტალიური ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები