Belive

სავიზო პრობლემები | იბერია 1999 ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სოციალურ ქსელში ქართული სპორტის ქომაგების გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ლარნესთან სათამაშოდ ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს.

საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო სავიზო დოკუმენტაცია იბერია 1999-ის ფეხბურთელებს და კლუბის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

იმის გათვალისწინებით, რომ მატჩის დაწყებამდე დღენახევარზე ნაკლებია დარჩენილი, ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ელის შეხვედრის ჩატარებას.

უეფას რეგულაციების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გუნდის მატჩის ადგილზე ჩასვლა მასპინძელი მხარის პრობლემების გამო ფერხდება, შესაძლოა ლარნეს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალოს.

იბერია 1999-ის მატჩი ლარნესთან 4 აგვისტოსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 23:00 საათზე ჩანიშნული.

სხვა სტატიები