"მამაგეიშვილებს რთული პერიოდი უდგათ" - ავსტრიული მედია ქართველ ტყუპ ძმებზე წერს
13 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ავსტრიული მედია საშუალება ligaportal საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველების, ტყუპი ძმების, ოთარ და გიზი მამაგეიშვილების ტრავმიან პერიოდს ეხმაურება. გამოცემა საბა ლაზიშვილისა და მერაბ დვალიშვილის ეპიზოდსაც იხსენებს, რომელზეც ვიდეო გიზი მამაგეიშვილმა გაავრცელა.
"ტყუპ ძმებს, გიზო და ოთარ მამაგეიშვილებს, ამჟამად იღბალი ნამდვილად არ სწყალობთ. გიზო, ფეხის ტრავმის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა გრაცის შტურმის შემადგენლობას და ახლა უკვე ცხვირის მძიმე მოტეხილობა მიიღო. რაც შეეხება ოთარს, მას ვოლფსბერგერში შემოდგომის დიდი ნაწილი გაუცდა და ახლა ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
ოთარ მამაგეიშვილმა სექტემბერში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო. მან მოედანზე დაბრუნება ზუსტად 1 ნოემბერს, შტურმის წინააღმდეგ მოახერხა (რომელიც მისი ტყუპი ძმის კლუბია). ახლა კი ქართველ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდი ოთხ თვეს შეადგენს!
იმავდროულად, გიზო მამაგეიშვილი სისხლიანი და თვალსაჩინოდ შეშუპებული ცხვირით გამოჩნდა. "კარგად ვარ, კარგად ვარ". ამავდროულად, გიზი ხუმრობით მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ბრძოლას ეხმაურება და ამის შემდეგ, სამშობლოში 23 წლის ფეხბურთელს "მესამე გმირს" უწოდებენ", - წერს ligaportal.
ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის შტურმი მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო ოთარ მამაგეიშვილის ვოლფსბერგერი მე-12 ადგილზეა.