გურამ კაშია ირაკლი იეგოიანზე: "ნაკრებთან ერთად დიდი მომავალი აქვს"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტული მედია საშუალების, ESPN-ის ნიდერლანდურმა ვერსიამ, საქართველოს ნაკრების ახალწვეულის, ირაკლი იეგოიანის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
ESPNNL-ის მასალაში 22 წლის ფეხბურთელის ბავშვობისდროინდელ მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტნის, გურამ კაშიას ინტერვიუც გვხვდება, რომელსაც ნიდერლანდების ერედივიზიონში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.
"ირაკლი იეგოიანს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავი მომავალი აქვს. მისი მამა იმდენად ამაყობდა, რომ ცრემლიანი თვალებით ხელებს ართმევდა ფეხბურთელებს და ნაკრების ავტობუსს უკან მოყვებოდა", - ამბობს გურამ კაშია.
ექსელსიორის შემადგენლობაში ირაკლი იეგოიანმა ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ერედივიზიონის საწყის მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.