Belive

"საუკეთესო შედეგი აქვს და ინტერესი არსებობს" - გუგეშაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ბერძნულ გუნდს სურს

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი, შესაძლებელია ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "პაოკში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბერძნული მედია ავრცელებს.

gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, სალონიკური გუნდი 25 წლის ქართველი მეკარის დამატებას შეეცდება.

"საბერძნეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ერთ-ერთი მეკარე, რომელიც საკუთარი ნაჩვენები თამაშით გამოირჩა, "პანსერაიკოსის" გოლკიპერი, ლუკა გუგეშაშვილია.

საქართველოს ნაკრების მეკარეს ამ სეზონში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 72 მოგერიებით ჩემპიონატში საუკეთესოა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ლუკა გუგეშაშვილის დამატებას "პაოკი" აპირებს", - წერს gazzetta.gr.

"პაოკი" საბერძნეთის 4-გზის ჩემპიონია, ამჟამად სუპერ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს, ევროპა ლიგაზე კი ლიგის ფაზაში 22-ე პოზიციაზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.

სხვა სტატიები