Belive

საუკეთესო ხუთეულში: გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ლა ლიგა 2-მა გამოარჩია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის, ლა ლიგა 2-ის საწყის ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლის გატანა მოახერხა.

"ლევანტეს" ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხიხონის "სპორტინგს" გაუტანა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონატი გამარჯვებით (2:1) დაიწყო.

საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელის მიერ გატანილი საჯარიმო დარტყმა ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა.

"ლევანტე" შემდეგ მატჩს "კადისთან", 24 აგვისტოს, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები