Belive

სათამაშო დღის რეკორდი: იბერია 1999-ს მატჩს ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 8 ივლისის სათამაშო დღის რეკორდი იბერია 1999-მა დაამყარა.

ახალი სეზონის შესარჩევი ეტაპის საწყის დღეს 10 მატჩი გაიმართა, რომელზეც მაყურებლის დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაფიქსირდა.

იბერია 1999-მა შვედეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, მალმიოს უმასპინძლა და 1:3 წააგო, შეხვედრას კი 7449 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩატარებულ მატჩებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 საპასუხო შეხვედრას შვედეთში, 15 ივლისს გამართავს.

სხვა სტატიები