Belive

"ინვესტიციის სრულად ამოღება სურთ" - სპორტინგი ქოჩორაშვილის გაყიდვას აპირებს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიური საფეხბურთო მედია საშუალება leonino საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს.

"ლისაბონის სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილის გასაყიდი თანხა დააწესა. ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ლისაბონური გუნდი 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას არ მიიღებს. ამავე დროს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პოტენციურად დაინტერესებული გუნდების მოსასმენად მზადაა.

ქართველი ფეხბურთელი სპორტინგში გასულ ზაფხულს ლევანტედან გადავიდა იმ ფასად, რასაც ამჟამად ითხოვენ. სპორტინგის მიზანი ინვესტიციის სრულად ამოღებაა. მთავარი მიზანია, გუნდმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეკონომიკური დანაკარგი, რაც ნახევარმცველის შესაძლო გაყიდვით იქნება გამოწვეული.

ამ ეტაპზე, ქოჩორაშვილი რუი ბორჟესის გაწვრთნილი გუნდის იერარქიაში მორტენ ჰიულმანდის, ჰიდემასა მორიტას, ჟოაო სიმოეშს და დანიელ ბრაგანსას ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიულმანდის შესაძლო ტრანსფერმა და მორიტას პრაქტიკულად გარდაუვალმა გადაბარგებამ მომავალ ზაფხულს შესაძლოა 26 წლის ფეხბურთელისთვის სივრცე გააჩინოს, სიმართლე ისაა, რომ სპორტინგის ხელმძღვანელობა ქოჩორაშვილის მიერ გუნდში გატარებული რამდენიმე თვის განმავლობაში დარწმუნებული არ არის და ალტერნატივის დამატებას აპირებს", - წერს leonino.

გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგში ამ სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები