საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში გაემგზავრა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში გაემგზავრა. 13 სექტემბრიდან, ხორვატიის დედაქალაქი მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ცხრადღიან შეჯიბრებას სწორედ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს კონკურენციაში სრული შემადგენლობით - 10 სპორტსმენით ჩაებმება: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
მთავარი მწვრთნელი დავით ხურცია იქნება, მწვრთნელები დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი. ექიმ-რეაბილიტოლოგები: თემურ მგელაძე, ლევან ფილოიანი. მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძე მოემსახურება.
ზაგრებში ქართველ მოჭიდავეებთან ერთად გაემგზავრნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, ვიცეპრეზიდენტი მამუკა არევაძე და ლეგენდარული მოჭიდავე, ოლიმპიური, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი.