Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება | თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

13 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარდგება.

  • 57 კგ - რობერტ დინგაშვილი

  • 61 კგ - გიორგი ღონიაშვილი

  • 65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი

  • 70 კგ - აკაკი ქემერტელიძე

  • 74 კგ - გიორგი ელბაქიძე

  • 79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

  • 86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი

  • 92 კგ - მირიან მაისურაძე

  • 97 კგ - გივი მაჭარაშვილი

  • 125 კგ - სოლომონ მანაშვილი

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრები შეკრებას ქალაქ გორში გადის და მათი შეკრება 10 სექტემბერს დასრულდება, 11 სექტემბერს გამთენიისას კი ნაკრები ზაგრებში გაემგზავრება.

ფოტო: ლევან ახალკაცი.

სხვა სტატიები