ხორვატიის სარეიტინგო სერია | გამყრელიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ხორვატიის სარეიტინგო სერიაზე ვლადიმერ გამყრელიძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გამყრელიძე 1/4-ფინალში ამერიკელ მსოფლიო ჩემპიონს, ზაიდ ვალენსიას დაუპირისპირდა და მარტივად 11:0 დაამარცხა.
ვლადიმერ გამყრელიძე 86 კგ წონითი კატეგორიის 1/2-ფინალში ირანელ აბოლფაზ მეჰდი შაჰიმპურს დაუპირისპირდება.
ხორვატიის სარეიტინგო სერიის პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე 7 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა, საიდანაც სამმა (აკაკი ქემერტელიძე 70კგ, გიორგი ელბაქიძე 74კგ, ვლადიმერ გამყრელიძე 86კგ) 1/2-ფინალში გასვლა შეძლო.