Belive

საქართველოს სუპერთასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს გაიმართა საქართველოს სუპერთასის ორი ნახევარფინალური შეხვედრა. პირველ მატჩში "იბერია 1999" "დინამო თბილისთან" 0:2 დამარცხდა, ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა, პირველი თორნიკე ოქრიაშვილმა 41-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს 93-ე წუთზე საბოლოო შედეგი ნოდარ ლომინაძემ დააფიქსირა.

მეორე შეხვედრაში "დინამო ბათუმი" საკუთარ არენაზე ქუთაისის "ტორპედოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითად დროში გამარჯვებულის ვინაობა არ გაირკვა და მატჩი 3:3 დასრულდა. თავდაპირველად ბათუმური გუნდი მე-12 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა, "ტორპედომ" ანგარიშის გათანაბრება მე-19 წუთზე შეძლო, გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა. პაატა ღუდუშაურმა ბათუმი 25-ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ბიორნ იონსენმა 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ასევე დუბლი იყო ბათუმელთა რიგებშიც ეს პაატა ღუდუშაურმა 84-ე წუთზე შეძლო. ბოლო გოლი ძირითად დროში ჟორჟინიომ მატჩის მიწურულს 93-ე წუთზე გაიტანა. პენალტების სერიაში კი "დინამო ბათუმი" 2:3 დამარცხდა და ქუთაისურმა გუნდმა სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები