დინამო ბათუმმა ანდრეი დემჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმმა" ანდრეი დემჩენკო 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ეს გადაწყვეტილება გუნდის დირექტორთა საბჭომ მიიღო, აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
უკრაინელი სპეციალისტი "დინამო ბათუმის" მთავარ მწვრთნელად 2023 წლის ზაფხულში დაინიშნა და გუნდს 53 მატჩის განმავლობაში წვრთნიდა. შავიზღვისპირელები 28 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან და ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის თეორიული შანსი მცირედიღაა დარჩენილი, რადგან მესამეადგილოსან "იბერია 1999-ს" 13 ქულით ჩამორჩება. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ბათუმური გუნდის მთავარი მწვრთნელი.