Belive

"საქართველოს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, მაგრამ საკუთარ თავშიც ჩავიხედოთ" - უკრაინელი ვეტერანი

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინის ნაკრების ვეტერანი მცველი, ოლექსანდრ კუჩერი საქართველოსთან გასამართი შეხვედრის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და საკუთარ მოლოდინს აფიქსირებს.

"იცით, საქართველოშიც ახლა საუკეთესო დრო არ არის. თუმცა, ვფიქრობ, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ.

გამუდმებით რაღაცას ვეძებთ და ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე, სადაც ერთი თამაში კარგად მიგვდის, სამში კი ვმარცხდებით. საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ, უფრო ფოკუსირებულები ვიყოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ, ვიბრძოლოთ და არ შევუშინდეთ ორთაბრძოლებს, ზოგჯერ მძიმე ბრძოლაში შესვლასაც კი.

ბოლო დროს ჩვენს თამაშში გადაცემების კუთხით რაღაცები მთლად კარგად ვერ მიდის. მიდგომა ცოტათი უნდა გადავაფასოთ. თითოეულმა ფეხბურთელმა სიტუაცია ინდივიდუალურად უნდა გაიაზროს.

საფეხბურთო მოედანზე კი ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ნაკრებში დასასვენებლად ან მეგობრებთან შესახვედრად არ უნდა ჩამოხვიდე. ეს შვებულება არ არის. უნდა გახვიდე, იბრძოლო და ყველაფერი გაიღო.

როდესაც ეს ყველაფერი დავიწყეთ, გვქონდა იმედი, რომ კიდევ უფრო შორს წავიდოდით და ელიტარულ დივიზიონში დაწინაურდებოდით, ახლა კი არ ვიცით რა მოხდება.

ვფიქრობ, ეს თამაში გვაჩვენებს, საით წასვლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია როგორც დაწინაურება, ისე გავარდნა. ახლა ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მატჩებში", - ამბობს კუჩერი.

საქართველოს ნაკრები უკრაინას უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები