Belive

საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსზე წააგო: კუნძულელები ჯგუფში გალიდერდნენ

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალ 2025 წლის სეზონის C დივიზიონის მეორე ტურში, კვიპროსთან სტუმრად (1:2) წააგო.

ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ანდორასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, კვიპროსში, ლარნაკაში, ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშა.

"აეკის" სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა სწრაფად მოახერხეს და საწყისი ტაიმის მიწურულამდე 2:0 იგებდნენ, ხოლო 44-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა, ნათია დანელიამ ბურთის გაქვითვა მოახერხა, საგოლე პასი ტატიანა მატვეევას აქტივში გახლდათ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 ქულით მეორე პოზიცია უკავია და შემდეგ მატჩს 4 აპრილს, საშინაო კედლებში, მალტასთან გამართავს.

სხვა სტატიები