სენტ-ეტიენის მწვრთნელი: "ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის ახალ გუნდში გადასვლა ჩვენზეა დამოკიდებული"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელი, ერიკ ჰორნელანდი თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ საუბრობს.
ნორვეგიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ლიდერების, ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის გუნდში დარჩენას ელის.
"დავითაშვილის და სტასინის ტრანსფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდთან კონტრაქტი აქვთ. გრძელვადიანი კონტრაქტი გასულ სეზონში გაფორმდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს აქვს ამბიცია. მათ ალბათ აქვთ ამბიცია, რომელიც ლიგა 2-ს სცდება, დივიზიონს, რომელშიც ამ სეზონში ვითამაშებთ, მაგრამ ისინი, ყველანი, იმ გუნდის ნაწილი არიან, რომელიც გავარდა.
ჩვენზეა დამოკიდებული, დარჩებიან თუ არა ისინი. მფლობელის და სპონსორების დამსახურებით ჩვენ კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. ამიტომ არ გვაქვს მათი გაყიდვის აუცილებლობა. თუ გაიყიდებიან, ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები სრულფასოვნად სენტ-ეტიენზე იქნებიან კონცენტრირებულნი", - ამბობს ერიკ ჰორნელანდი.
ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 34 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული.