Belive

საქართველოს ნაკრებმა დახურულ მატჩში ირანი დაამარცხა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისი არენაზე დახურული მატჩი ირანის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

ირანელები საქართველოში, დასრულებული თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ დარჩნენ, სადაც ჰაკან დემირის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

მატჩი არ შუქდებოდა და მთლიანად სქემების დახვეწას დაეთმო, ჩვენს შემადგენლობაში არ უასპარეზიათ თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს, სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს. ამის მიუხედავად საქართველომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 84:72.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, მის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა იყო, 14 ქულა ჩააგდო კახა ჯინჭარაძემ, გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 11 ქულა იყო.

ირანელებს მატინ აღაიანპურმა ულიდერა (13 ქულა, 5 მოხსნა), ბენჰამ იახჩალიდეკორდის და ჯალალ აღამირის ანგარიშზე 12-12 ქულა იყო.

მატჩს 16-წლამდელთა ნაკრებიც დაესწრო, რომელმაც გუშინ A დივიზიონის საგზური მოიპოვა

მომდევნო და ამავდროულად ბოლო ამხანაგურ მატჩს, ჩვენი გუნდი ავსტრალიასთან 22 აგვისტოს გამართავს, 26 აგვისტოს კი მსოფლიო ჩემპიონატს კაბო ვერდესთან მატჩით გახსნის.

სხვა სტატიები