Belive

5-ქულიანი მარცხი ავსტრალიასთან - შემდეგი მეტოქე კაბო ვერდეა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. "ჯვაროსნები" დღეს ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მატჩი 81:86 დათმეს.

გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა დახურული იყო, ბევრი ინფორმაცია არააა ცნობილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმის დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ (33:51) ჩვენმა გუნდმა მობილიზება შეძლო და მეტოქეს მეორე ტაიმი 13 ქულით მოუგო.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე იყო (20 ქულა, 6 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტი იყო, დუდა სანაძემ 14 ქულას 3 მოხსნა წაამატა, თად მაკფადენმა 11 ქულა დააგროვა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო - 8 ქულა, 8 მოხსნა 2 ასისტი.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს - მატჩი 26 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები