Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

ეროვნული გუნდი ოქტომბრის თვეში ორ მატჩს ჩაატარებს: 12-ში ტაილანდთან ამხანაგური დუელის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი 15 რიცხვში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩებისთვის ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელი იხმო, მათგან ერთი, ცენტრალური მცველი, ივა გელაშვილი დებიუტანტია.

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

სხვა სტატიები