გასაოცარი ციფრები: კვარას დეტალური სტატისტიკა, რომელშიც სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ზედიზედ მეორედ, იტალიის სერია A-ში ბრწყინვალე სეზონი აქვს. მიუხედავად "ნაპოლის" თავს არსებული გარემოებებისა, უშუალოდ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია და არამხოლოდ თავის გუნდში, ჩემპიონატშიც ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები აქვს.
გარდა უშუალოდ 10 გატანილი გოლის, 5 საგოლე პასისა და ბომბარდირთა ხუთეულში შესვლის კარგი შანსისა, არსებობს სხვადასხვა დეტალური სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა. ამ დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკური პლატფორმა datamb.football ავრცელებს.
კომპონენტები, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა:
ყველაზე მეტი გოლი პენალტის გარეშე;
მოსალოდნელი გოლის ყველაზე მაღალი ალბათობა;
ყველაზე მეტი დრიბლინგი; ყველაზე მეტი დარტყმა;
ბურთთან ყველაზე მეტი შეხება მეტოქის საჯარიმოში;
ყველაზე მეტი პროდუქტიული გარბენი;
მის წინააღმდეგ მცველები ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ;
🇬🇪 Khvicha Kvaratskhelia against Serie A wingers :
— DataMB (@DataMB_) April 10, 2024
🥇 Most non-penalty goals
🥇 Most expected goals
🥇 Most dribbles
🥇 Most shots
🥇 Most touches in box
🥇 Most progressive runs
🥇 Most fouls suffered
One-season wonder 🚫
First in our performance index ✔️
👉… https://t.co/JwOcWSSvXd pic.twitter.com/GDjSkwIB5f