Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 22 მაისს დასახელდება

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის და ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას იწყებს.

აღნიშნული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილი 22 მაისს გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ნაკრების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი შემადგენლობას პრესკონფერენციის დროს გამოაცხადებს.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, 9 ივნისს, მონტენეგროსთან სტუმრად, პოდგორიცაში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

სხვა სტატიები