Belive

"შევეცადეთ წინა მატჩების შეცდომები არ დაგვეშვა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა" - ვილი სანიოლი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მალევე 37-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა გიორგი მიქაუტაძეზე უზუსტესი გადაცემა გააკეთა და ჟორჟმა სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიშიც გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა, მან გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე არაა. თუმცა, არა მგონია, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მეორე თამაშში მისი გამოსვლა გავრისკოთ. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ სამომავლოდ მისი დიდი იმედი გვაქვს.

იყო თუ არა ეს მიქაუტაძის მხრიდან ჯონ ვან სხიპზე „აიაქსში“ მომხდარზე ვენდეტა? გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხდით, რომ მას ექნებოდა შეტევებისთვის დიდი სივრცეები და სასიხარულოა, რომ მან ამ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.

რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი მოგებაში, ჩვენი საუკეთესო ფორმა და სომხეთის ნაკრების ცუდი მდგომარეობა თუ ორივე ერთად? შემოდგომაზე თამაშის დაწყება გვიჭირდა. დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ შემოდგომის შეცდომები არ დაგვეშვა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა. ეს ჩვენ თავდაჯერებას გვმატებს, ხოლო მასპინძლებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს.

გამომდინარე იქიდან, რომ კაშიამ დღეს ვერ ითამაშა, დრო იყო გადახალისება დაგვეწყო და დაცვის კმაყოფილი ვარ. დღეს განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ლოჩოშილის და გოგლიჩიძის, ორივემ ძალიან დამაჯერმებლად ითამაშა. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.

სხვა სტატიები