Belive

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა უკვე 77-ე პოზიციას იკავებს.

ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის თვეში ორი მატჩი ჩაატარა, ორივე მათგანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურებში:

შოტლანდიასთან (2:2) და ესპანეთთან (1:3), რის შემდეგაც მსოფლიოს რეიტინგში 76-დან 77-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

ვილი სანიოლის გუნდმა 2023 წელი დაასრულა, ხოლო შემდეგ მატჩს უკვე 2024 წელს, 21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ეტაპზე, ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები