Belive

უნიკალური მიღწევა - გიორგი ჩაკვეტაძემ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" სომხეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ორი მატჩის შედეგად, ჯამში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, სომხეთი კი C დივიზიონში გააგრძელებს ასპარეზობას.


გიორგი ჩაკვეტაძემ სომხეთის წინააღმდეგ თავი 23-ე წუთზე გატანილი გოლით გამოიჩინა. ამ გატანილი გოლით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ათიანი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა.

კერძოდ, გიორგი ჩაკვეტაძე გახდა პირველი მოთამაშე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც 10+ გოლის გატანა და 10+ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ამ ისტორიული შედეგის მიღწევამდე მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა აკლია ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომლის ანგარიშზეც 41 ჩატარებულ მატჩში, 18 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები