საქართველოს ხელბურთის ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დანიის ქალაქ ჰერნინგში ხელბურთის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, რომელმაც კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა, შვედეთის, ხორვატიის და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდება და E ჯგუფში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები წილისყრის დროს მეოთხე კალათაში განთესილი გახლდათ.
ხელბურთის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, სკანდინავიის სამ ქვეყანაში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს შვედეთში, მალმიოში გამართავს.