Belive

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა

1 კვირის წინ სხვა
2 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კარპატის თასზე, მასპინძელი რუმინეთი 30:27 დაამარცხა. ეს ჩვენი ნაკრებისთვის მეორე მატჩი იყო.

ორივე გუნდიდან კვლავაც საუკეთესო იყო ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც 11 ბურთი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. საქართველოს ნაკრებიდან ექვსი ბურთით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ერეკლე არსენაშვილს.

უნდა აღინიშნოს მეორე ტაიმში გიგი რუხაძის დამაჯერებელი თამაში. გარდა იმისა, რომ 6 სეივი შემოგვთავაზა, ერთი გოლიც გაიტანა. გუნდის გამარჯვებაში 5 გატანილი ბურთით და ერთი ასისტით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე მირიან გავაშელიშვილმა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 2 ნოემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კარპატის თასზე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრაში სერბეთთან 25-35 დამარცხდა, მეორეში და მესამეში თურქეთს 32-27 და მასპინძელ რუმინეთს 35-34 მოუგეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სრულად ყველა ქულა/სტატისტიკა:

გიგი რუხაძე (6 სეივი, 1 გოლი), დავით ნიქაბაძე (4 სეივი), ნიკოლოზ კალანდაძე (11 გოლი, 6 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (6 გოლი), მირიან გავაშელიშვილი (5 გოლი, 1 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (3 გოლი, 4 ასისტი), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (1 გოლი, 1 ასისტი), გიორგი დიხამინჯია (1), გიორგი ლაპიაშვილი (1 ასისტი), ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.