Belive

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ქულით დაიწყო

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩი ჩაატარა და გერმანიასთან ფრედ ითამაშა (1:1).

ანგარიში მატჩის მეორე ტაიმში, გერმანელებმა გახსენეს, ჩვენმა გუნდმა კი გათანაბრება გიორგი აირაპეტიანის გოლით მოახერხა.

მომდევნო შეხვედრას ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი გუნდი 23 იანვარს, მალტის წინააღმდეგ გამართავს, 25 იანვარს კი, საქართველოს ნაკრები ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას შეხვდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.

სხვა სტატიები