გეორგე ჰაჯი: "ქართველებმა უნდა იამაყოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გყავთ"
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გეორგე ჰაჯი საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, ახლო წარსულში მათი პროგრესი თვალშისაცემია. მათ ბურთის ფლობა უყვართ, მაგრამ ეს გუნდი კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაშობს.
რამდენიმე წელია მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელის კარიერისგან განსხვავებული როლი მაქვს და ვცდილობ მოთამაშეების შესაძლებლობები მაქსიუმალურად გამოვიყენო.
ხვიჩა კვარაცხელია წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ის, რომ მან გასული 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, გასაოცარი ფაქტია. ქართველებმა უნდა იამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გყავთ.
კვარა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, წლიდან წლამდე ის პროგრესირებს და ხშირად ათიანის როლსაც ითავსებს", - ამბობს გეორგე ჰაჯი.
საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.