Belive

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს გუნდურ შეჯიბრზე 4 სპორტსმენი დაემატა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

19-23 მაისს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველები მსოფლიოს პირველობაზე 12 სპორტსმენით იასპარეზებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებენ ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე, მეტიც, 100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი საერთოდ არ გვეყოლება.

გუნდურ პირველობაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, კერძოდ კი 24 მაისს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს 4 სპორტსმენი დაემატება: გიორგი ჯავახიძე, ალექსანდრე თავხელიძე, გიორგი ჩიხელიძე და ლუკა ბაბუციძე. ოთხივე მათგანი გუნდურ პირველობაზე 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

სხვა სტატიები