Belive

გიორგი მამარდაშვილით კიდევ ერთი პრემიერ ლიგური კლუბი დაინტერესდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია საშუალება "shieldsgazette", საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის შესახებ საინტერესო სტატიას ქვეყნებს.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ქართველი მეკარის დამატების სურვილი არაერთ ევროპულ, ელიტარულ საფეხბურთო გუნდს ჰქონდა, მათ შორის კი ყველაზე მეტად "ნიუკასლი" აქტიურობდა, ახლა კი მათ ლონდონელებიც შეუერთდნენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საქმეში "ჩელსიც" აქტიურად ჩაერთო.

გარდა "ჩელსის" და "ნიუკასლისა", გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით, პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული კლუბი "საუთჰემპტონი" ინტერესდება.

ვინაიდან და რადგანაც, პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებულ "საუთჰემპტონს" უკეთესი მეკარე სჭირდება, ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - გიორგი მამარდაშვილია.

საუთჰემპტონელების ამჟამინდელი მეკარე 34 წლის ინგლისელი - ალექს მაკარტია, რომელიც კლუბის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა კლუბის მესვეურებს სურთ, რომ კლუბი ყველა პოზიციაზე მინიმუმ ერთი ფეხბურთელით გააძლიერონ, რადგან მომავალ სეზონშივე არ მოუწიოთ ჩემპიონშიფში დაბრუნება.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 38 მატჩში 40 გოლი გაუშვა, 22 შეხვედრის გარდა ყველაში კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები